Thursday, July 14, 2016

    მერვე დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. ტრენერი გვესაუბრა პროექტის მსვლელობისას  როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს და წავმართოთ მენეჯმენტი.
   ვისწავლეთ სხვადასხვა სქემებით როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს საკითხების გარკვევასა და სწავლებაში.
   გავაკეთეთ თვითშეფასების და ჯგუფური შეფასების რუბრიკები.

Wednesday, July 13, 2016

დღე მე-7

დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე ,ამოცანებზე,შეფასებაზე...
გავაკეთეთ ბავშვის პრეზენტაციის ჩეკლისტი.

Tuesday, July 12, 2016

ტრენინგების მეექვსე დღეს ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის-პრეზენტაციის გაკეთება,რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა.დავრწმუნდი რომ ბავშვს არ უნდა დაავალო ისეთი რამის(თუნდაც ძალიან ადვილი გეჩვენებოდეს) გაკეთება რაც თვითონ არა გაქვს გაკეთებული.

Thursday, July 7, 2016

,,ინტელის-პროექტებით სწავლების'' ტრენინგები საინტერესოდ მიმდინარეობს.ყოველთვის მინდოდა მესწავლა პროექტებით მუშაობა ,მაგრამ  მეზარებოდა ჩავჯდომოდი ამ საკითხს .ვფიქრობ მარტო ვერც შევძლებდი  ასე ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა  აღნიშნული თემა.
პირველ დღეს ზოგადად წარმოდგენა შემექმნა პროექტის შესახებ.
მეორე დღეს მოვიფიქრე საპროექტო თემა და ვისწავლეთ საინფორმაციო ბროშურების დამზადება.შემდეგ სტანდარტთან შესაბმისობა, შეფასების ინსტრუმებტები და პროცედურები.
მეხუთე დღეს  ვისწავლეთ  და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.